ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სათნოების სახლის 78 წლის ბენეფიციარმა კორონავირუსი დაამარცხა

კორონავირუსი ბათუმის სათნოების სახლ „სავანის“ კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოხუცთა სახლის ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ.

„ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება“, – განმარტავენ სამინისტროში.

იტვირთბა....