ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ყოფილი პრემიერ მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა. ამის ესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. საქმე ეხება ნოღაიდელის პრემიერობის დროს აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, სადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მოხსენიებული.

ნოღაიდელის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....