მთავარი ციტატა

“როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს” – არეშიძე

“აქ ხომ არ იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს იყო რაც ზედაპირზე ჩანდა. ეს იყო, უფრო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები შეესრულებინათ, მათ შორის, რუსეთისაც, რაც დრო გადის უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.”

მამუკა არეშიძე – ექსპერტი კავკასიის საკითხებში

ამის შესახებ არეშიძემ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....