ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ – კადრები ათენიდან

გუშინ 11 ოქტომბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ექს-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელთაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს.

შეხვედრის დაწყების წინ შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა. თავდამსხმელი გაიქცა. დაპირისპირებისას კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სხვა შესასვლელით სარგებლობის შეთავაზების მიუხედავად, მან უარი თქვა.

 

იტვირთბა....