სანქტ-პეტერბურგში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი როლანდ ჩიკვაიძე, მეტსახელად “როლანდ კუტაისკი” გარდაიცვალა. ეს უკვე რუსეთში, ბოლო დროს, მეორე შემთხვევაა, რაც ქართველი კანონიერი ქურდის სიკვდილი ბურუსითაა მოსული. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმ-კრაიმი” ავრცელებს.
ჩიკვაიძე სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. დიაგნოზი – სისხლის მოწამვლაა, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ის მოწამლეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც ცნობილი გამოცემა წერს, “როლანდ კუტაისკი” თავის დროზე დაპირისპირებული იყო ასევე ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან “დედ ჰასანთან”.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსეთში, ომსკის ციხეში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით დაიღუპა ასევე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კაკაბერ ფარფალია.