ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსეთიდან ჩამოსვენებული, ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახი გამოძიებას დამოუკიდებლად იწყებს

რუსეთში, გაურკვეველი მიზეზით ციხეში  გარდაცვლილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, კახაბერ ფარფალიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ სჯერათ რუსეთის მხრიდან გაცხადებული, სიკვდილის ოფიციალური ვერსიის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო “Ъ” ავრცელებს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავად აპირებენ გამოიძიონ მათი ახლობლის გარდაცვალების საქმე და დაადგინონ, რა გახდა “კრიმინალური ავტორიტეტის” დაღუპვის მიზეზი, რომელიც უკვე ჩამოასვენეს რუსეთიდან და თბილისში დაკრძალეს.

ოფიციალური ვერსიით, კახაბერ ფარფალია ინსულტით გარდაიცვალა. ეს მისი მოსკოვის ციხიდან ომსკის იზოლატორში გადმოყვანის მეოთხე დღეს მოხდა. ფარფალიას ნარკოტიკები აღმოუჩინეს და 4 წელი ჰქონდა მისჯილი. არიან პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ომსკის ციხეში შესვლისას სასტიკად სცემეს. გავრცელდა კიდეც ცხედრის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორი დასისხლიანებული აქვს მას სახე.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის არ სვამდა და არ ეწეოდა. ისინი იხსენებენ მის ბოლო სიტყვებს, როცა ამბობდა, რომ სპეცსამსახურებს სურთ მისი განადგურება, რადგან ვერ შეძლეს მისი გადაბირება.

ოჯახის წევრებმა უკვე დაიქირავეს დამოუკიდებელი ექსპერტები და ახლო მომავალში აპირებენ ფარდა ახადონ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის დაღუპვის რეალურ მიზეზს.

იტვირთბა....