ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ლეტალობის გაზრდილ სტატისტიკასთან ერთად, გაახალგაზრდავებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დღითიდღე რთულდება ეპიდვითარება დედაქალაქში, სადაც ინფიცირებულთა სტატისტიკა სულ უფრო იმატებს.
სპეციალისტები და საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, გაამკაცრებს თუ არა წესებს თბილისში.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ხვალ 10 ბაღი ბავშვებს ვეღარ მიიღებს. ინფექციონისტები შიშობენ, რომ ბათუმის სცენარი, შესაძლოა, თბილისში განმეორდეს. კორონავირუსის ახალი შემთხვევების პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი ახლა უკვე დედაქალაქში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებისგან 7 ადამიანი გარდაიცვალი.