ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს”

ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება“

“რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების თაობაზე რესპუბლიკური პარტიის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი:

დავით ბერძენიშვილი: „რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს. საერთოდ, ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საქალაქო სასამართლოს, პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ, ეს უნდა იყოს სამართლის საკითხები და არა ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებებს შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხები. ამიტომ მე კატეგორიულად იმის მოლოდინში ვარ, რომ პროცესები დაბრუნდება ნორმალურ მდგომარეობაში. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე მოსამართლეებს  – საერთო სასამართლოს, საქალაქო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს: ეს პროცესები ძაიან სახიფათო სახეს იღებს. დღეს ხელისუფლებას ასეთი, ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება, ამიტომ როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც გვარამიამ დანიშნა თავის დროზე, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა კი ალბათ ცდილობს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ იყოს – ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება მის ძმას, ლევან ბერძენიშვილს, მან თავშეკავებით აღნიშნა, რომ პროცესები კარგი არ არის, მაგრამ თუ კანონი არ დარღვეულა, პროტესტის ფორმაც შესაბამისი უნდა იყოს

ლევან ბერძენიშვილი: „კანონი დარღვა? არ შეიძლება 18 საათზე კანონის მიღება? – შეიძლება, სამწუხაროდ“. პროცესები კარგად არ მიმდინარეობს, ცუდია, რომ რაღაც-რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ კანონის სფეროში თუ არის,უნდა ვაღიაროთ, რომ კანონია. თუ კანონიერი არ არის, უნდა გავაპროტესტოთ“ – უთხრა რუსთავი-2-ის ჟურნალისტს ლევან ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....