ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში, კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 თბილისს, 99 კი იმერეთს უკავშირდება”, – ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში იმპორტირებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ა.

ქვემო ქართლში – 31; გურიაში – 10; მცხეთა მთიანეთში – 10, შიდა ქართლში – 7; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, კახეთში – 3, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 11371-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი  253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.

ასევე, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 78-ი გახდა.

 

იტვირთბა....