ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 11371-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვეგ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი  253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.

ასევე, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 78 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში – იმყოფება 5971 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....