მთავარი ციტატა

“იცოდნენ, რომელ აფთიაქში უნდა შესულიყო და რა წამალი ეყიდა” – მიხეილ რამიშვილი

“როდესაც თამარის ცხედარი აღმოაჩინეს, მე აღვნიშნე, რომ ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. მაღალი თანამდებობის პირი გამოდის და ამბობს, რომ თვითმკვლელობაა, რადგან აბები აღმოაჩინეს, აღმოაჩინეს წერილი და ჰყავდა ფსიქოლოგი. საიდან დაასკვნეს რომ აბები ჰქონდა დალეული, როდესაც ცხედარს ექსპერტიზაც არ ჰქონდა ჩატარებული, წინასწარ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ აბებით იყო გარდაცვლილი. ესეიგი იცოდნენ და ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აფთიაქში რომ იყო, არის დაგეგმილი. იცოდნენ, რომელ აფთიაქში უნდა შესულიყო და რა წამალი ეყიდა, რათა ეს ალიბად გამოეყენებინათ, რომ თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა იცოდნენ და ენამ გაუსწროთ წინასწარ.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

როგორც რამიშვილმა განაცხადა, არსებობს დიდი ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში” იმყოფებოდა და კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....