ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანთან დაპირისპირებას კიდევ 26 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა” – სომხური მედია

აზერბაიჯანთან დაპირისპირებას კიდევ 26 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამისნისტროს ცნობით, 27 სექტემბრის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაღუპული სამხედროების რაოდენობა 376-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზეირბაიჯანს შორის სამხდრო დაპირისპირება ერთ კვირაზეა მეტია რაც გრძელდება.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....