სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შუშან სტეპანიანის ცნობით, მთიან ყარაბაღში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში ორმხრივი შეტაკების შესახებ ინფორმაციას აზეირბაიჯანის მთავრობაც იუწყება.
ასევე, აზეირბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად სტეპანაკერტიდან სომეხი ჯარისკაცების ევაკუაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.