სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა.
საკარანტინე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.
სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა კი 10752-ს მიაღწია.
ამ დროისთვის კოვიდინფიცირებისგან 313 ადამიანი განიკურნა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 72 ინფიცირებული გარდაიცვალა.