თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გირაოს სახით 20 ათასი ლარის გამოყენებას, ივერი მელაშვილის ადვოკატი კი მოთხოვნა პროცესის გადადება ითხოვდა.
მელაშვილის ადვოკატის თქმით, საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცათ და გასაცნობად დრო არ იყო საკმარისი, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი