aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები”- ირაკლი კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის ინტერესები სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაატარა, როდესაც 2006 წელს  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინა.  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები.

“სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყაროა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ის ისტერიკა, რაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ამ საკითხზე განსაკუთრებით აქტიურობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა განცხადებების ლოგიკას სცდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....