მთავარი ციტატა

“ამ დოკუმენტის წარმომავლობაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს”- ალექსი პეტრიაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ამ დროს ძალიან მწვავედ განიხილება დედანი დოკუმენტი, რომელიც ახალ გარემოებებს აჩენს აზერბაიჯანთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ახალი მოლაპარაკების აუცილებლობას აყენებს. ვერავინ იტყვის ვერასდროს, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული საველის გასამტკიცებლად ყველა ძალისმევა უნდა იყოს გამოყენებული. ამ დოკუმენტის წარმომავლობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნების გამჩენია.”

ალექსი პეტრაშვილი – ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

“დღის ამბები”

პეტრიაშვილის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ივერი მელაშვილს რაიმე მოღალატეობრივი ქმედება განეხორციელებინა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....