მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელოვნურად შექმნა სკანდალი”- სამადაშვილი

“ამ თემის პოლიტიზირება სწორედ ამ ხელისუფლებამ მოახდინა. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შექმნა ხელოვნურად სკანდალი. და მსვერლი გახდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ხანში შესული მეცნიერი და ეს ადამიანი ივანიშვილმა დილეგში ჩააგდო.”

სალომე სამადაშვილი –  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი

“დღის ამბები”

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

~

იტვირთბა....