მთავარი ციტატა

“ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციები დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, დამაზიანებელია ქვეყნისთვის”- გახარია

“როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი.”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ0მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაუშვებელია, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....