დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან სამივე აჭარის რეგიონს მიეკუთვნება. გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 62 წლის ქალი, მეორე 52 წლის კაცი, ხოლო მესამე 84 წლის ქალია.
გარდაცვლილი 62 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 7 ოქტომბერს.
მეორე გარდაცვლილი 52 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 7 ოქტომბერს.
მესამე გარდაცვლილი პაციენტი 84 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 8 ოქტომბერს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი. გარდაიცვალა 3 პაციენტი.