აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია.
როგორც ალიევმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ განაცხადა, ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდოდა, აზერბაიჯანს სომხეთის მმართველობასთან ერთად შემუშავებული ჰქონდა პრინციპები კონფლიქტის გადასაჭრელად.
„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ათობით მოლაპარაკება გავმართე სომხეთის ორ ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან. წინა დებატების დროს ჩვენ შევიმუშავეთ პრინციპები კონფლიქტის გადასაჭრელად. ვიყავით კონსტრუქციულები“, – განაცხადა ალიევმა.
თუმცა, ალიევის თქმით, ორი წლის წინ ხელისუფლებაში „გადატრიალების შედეგად მოსულმა“ ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკების პროცესი გაანადგურა.
„მე არაერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს შეხვედრები უაზრო იყო. მან მითხრა, რომ ტერიტორიები არ დაბრუნდებოდა, ამბობდა, რომ ისინი სომხეთს უნდა მიუერთდეს“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სომხეთის ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია უნდა შეცვალოს და უარი თქვას მაქსიმალისტურ პოზიციაზე. უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი – ეს სომხეთია“.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცლიხ შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწეყბისკენ მოუწოდებდნენ.