ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა ვუთხრა ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს – სულ ცოტა კიდევ გაძელით. ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის და სხვა ადამიანების საქმით, ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, “საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია.”

„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა – ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს – სულ ცოტა კიდევ გაძელით. ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება. საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებას შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით, და ვერც ჩვენს მეზობლებთან. საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....