“ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს რუსული სცენარით აკეთებს. ერთი იმიტომ, რომ მათ პირდაპირი დირექტივები აქვთ და მეორე, მათ მხოლოდ ასეთი გზა აქვთ ნასწავლი. ის, რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი სცენარი. ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.”
ზაალ უდუმაშვილი – “ენმ-ს წევრი”
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა, პროკურატურასთან დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავებას გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.