“გარეჯი არის ქალბატონი ზურაბიშვილის სინდისზე, ჩაიცვა ჩექმები, დაიხურა ჩაფხუტი, ავტომატიან ჯარისკაცებთან ერთად დადგა და ერთ თვეში საზღვარი გაავლეს და ჯარი ჩააყენეს ფაქტობრივად.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აზერბაიჯანი – საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.