ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას პირები, რომლებიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან – მთავრობის განმარტება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გნცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფი ადამიანებს, აქ არაფერი იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩვენების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაც იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასულები, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს. საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკოთან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იტვირთბა....