მთავარი ციტატა

“ალბათ მიშამდეც მივლენ, მაგრამ იქამდე ვიღაცეებს უნდა გადაუარონ, ამიტომ ეს ხალხი გაწირეს”- დაკავებულის მეუღლე

“ვკითხე მას რომ მართლაც ამოიღეს დედანი მისი სახლიდან?მითრხეს, რომ დედანი სოფელში ყოფილა და შეუძლებელია ამოეღოთ. ჩემი მეუღლე უაღრესად პატრიოტია, როგორც მას თქვა ეს არის აბსურდული საქმე, რადგან დაადანაშაულონ მეორე პარტია ტერიტორიების გაყიდვის მცდელობაში. აქ არის ბინძური თამაში, უფრო მაღლა, ალბათ მიშამდეც მივლენ. მაგრამ, იმისათვის რომ იქამდე მივიდნენ, ვიღაცეებს უნდა გადაუარონ, ამიტომ ეს ხალხი გაწირეს.”

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე

“დღის ამბები”

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით,  უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

იტვირთბა....