ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი ცენტრალის კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი ცენტრალის კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორმულას” თბილისი ცენტრალის დირექტორმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, სამი ახალი ინფიცირებული ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან.

თბილისი ცენტრალი 5 ოქტომბერს 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო. როგორც მან “ფორმულას” განუცხადა, ბირჟის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული და დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება.

იტვირთბა....