“იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტი პრობლემაა, მე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანი არ უნდა დაგვიანდეს და შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს ბათუმის პირობებში, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტი შიდა საზოგადოებრივი გავრცელება და არ მოხდეს შიდა ექსპორტი ბათუმიდან, რაც მთლიანად დამაზიანებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის. დღეში 4 გარდაცვლილი ადამიანია და ამას არ უნდა შევეგუოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჯობია, რომ ბათუმში იყოს უფრო მეტი შეზღუდვები, ვთქვათ გადაადგილების შეზღუდვა, სრული სტაბილიზაციის მიღებამდე მოქალქეებს შევუზღუდოთ რეგიონის დატოვება, რათა სწრაფად მოხდეს აფეთქების ჩახშობა. ბათუმი ყველაზე საყურადღებო ნაწილია.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში ახლა ვირუსის გავრცელების პირველი გვიანდელი ტალღაა.