მთავარი ციტატა

“აჭარაში ვირუსის გავრცელება სტაბილიზაციის ნიშნულს უახლოვდება” – თამარ გაბუნია

“ერთ კვირაში გამოჩნდება ის, თუ რამდენად სტაბილიზაცია მოხერხდა კონტროლის იმ ზომებით, რომელიც აქამდე ხორციელდება. ამ ზომების შედეგად კარგი იქნება, თუ ჩვენ მოვახერხებთ სტაბილიზაციას, ანუ შეკავებას და ზრდა აღარ გვექნება. შემდეგ უკვე ერთი კვირის შემდეგ თუ მივიღეთ სტაბილიზაცია, შესაძლოა, ვიფიქროთ დაღმასვლაზე. კარგია ის, რომ უკვე ვაკვირდებით გამოჯანმრთელებულების რაოდენობის ზრდას ინფიცირებულების რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის გარკვეულწილად მაჩვენებელი იმისა, რომ ეპიდემია უახლოვდება სტაბილიზაციის ნიშნულს.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეგიონში სამედიცინო პერსონალს სათანადო ხელშეწყობა ჰქონდეს, რათა სამედიცინო პრაქტიკა ხარისხიანად იქნას განხორციელებული.

იტვირთბა....