“აზერბაიჯანმა ძალები ვერ გათვალა. აშკარად ჩანს, რომ სერიოზული დაძაბულობაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კავკასია ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც 27 სექტემბრამდე იყო.”
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი
“დღის ამბები”
ეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.