“მშობელი ყველა შემთხვევაში ბავშვთან ერთადაა. ის როგორც ინფიცირებული, ისე განიხილება. მშობელი არის იქ, სადაც არის ბავშვი, სხვანაირად არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა მშობელს კორონავირუსი, თვითდაცვის ღონისძიებებით, პირბადით, წინაღობით ის საკუთარ შვილთანაა. მთელ მსოფლიოში ასეა, თუ ბავშვი ავად ხდება, რომელიმე მშობელი, ან მეურვე უნდა იყოს მასთან ერთად.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი
“პრაიმტაიმი”