ჯებრაილის რაიონის სოფელ ჩახირლოს აქტიური საბრძოლო შეტაკებების შემდეგ, სომხურმა მხარემ უკან დაიხია – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს საბრძოლო ველზე დატოვებული საბრძოლო მასალები- ჰაუბიცის ჭურვები, დ-30-ის საარტილერიო დანადგარები, სატვირთო-სამხედრო ტექნიკა, ქვეითთა აღჭურვილობა და ა.შ.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.