“თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რბილად რომ ვთქვათ მისი სიტყვებით „მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა“. ფაქტია ისიც, რომ სიგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა.
გაგი მოსიაშვილი – გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა მედიაცენტრ “მტავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, იმ დროს ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და არ გამორიცხავს, რომ ის გადმოვარდნილიყო.
ცნობისთვის,15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.