თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სხდომა გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.