ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 27 და დაშავებულია 141 მშვიდობიანი მოქალაქე” – აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 27 და დაშავებულია 141 მშვიდობიანი მოქალაქე,

როგორც უწყებაში აცხადებენ, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სერიოზულად დაზიანდა 63 სამოქალაქო ობიექტი და 376 საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....