რუსეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავი – IL96-300 დღეს ერევნის აეროპორტში დაეშვა – ამის შესახებ ინფორმაციას Observer IL-ი Twitter-ზე აქვეყნებს.
აღნიშნულ პოსტს თან დართული აქვს ფოტოსურათი, რომლითაც თვითმფრინავის სომხეთის მიმართულებით გადაადგილება დასტურდება.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.