ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიცინის დარგში ნობელის პრემია ​C-ჰეპატიტის აღმომჩენმა ვირუსოლოგებმა მიიღეს

მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ჰარვი ალტერუ, მაიკ ჰოუტონი და ჩარლზ რაისი არიან.

ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის პრემიის კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ცნობით, ვირუსოლოგმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სისხლით გადამდები ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც არის ჯანდაცვის სერიოზული გლობალური პრობლემა და ადამიანებში ციროზსა და ღვიძლის სიმსივნეს იწვევს.

მედიცინის დარგში გამარჯვებული, ყოველწლიურად, პირველი ცხადდება, შემდეგ  მოდის ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და სხვა დარგების გამარჯვებულები.

იტვირთბა....