ახალი ამბები საზოგადოება

ქუთაისის შემოსავლელი სამტრედიის გზა ხუთი დღით დაიკეტება

„ქუთაისის შემოსავლელი სამტრედიის გზა ხუთი დღით დაიკეტება“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი სამტრედიის გზის მშენებლობის  პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 საათიდან, 14 ნოემბრის 08:00 საათამდე, ქუთაისის შემოსავლელი გზა დროებით დაიკეტება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით“. – ნათქვამია სამინისტროს  განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....