საქართველოში თურქეთიდან 35 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა – ამის შესახებ ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაავადებული კარტოფილი შესაბამისი სამსახურების ჩართვის შემდეგ, უკან – თურქეთში დააბრუნეს.
რა გავლენას ახდენს კარტოფილის კიბო ადამიანის ორგანიზმზე?
სპეციალისტების განმარტებით, კიბო იმდენად აფუჭებს ნაყოფს, რომ მისი საკვებად გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. დაავადებული მცენარე იმდენად ცუდად გამოიყურება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი პროდუქტის შეძენა.

