გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს და ფოტოს აქვეყნებს.
ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი იქნება “უმძიმესი.”
“H1N1 ______1918- 1919 წელს. ისტორიული სურათი იხილეთ ქვემოთ. COVID-19 ___2020-2021 წელი. დღევანდელი სურათი იხილეთ. ნებისმიერ TV არხზე. 2020 წ. მარტის თვიდან ყველა არხზე ვაზიარებდი ამ ინფორმაციას. 2020 წ. ნოემბერი – დეკემბერი იქნება უმძიმესი. რა ენაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი”, – წერს ფხაკაძე.