“ნაციონალური მოძრაობის” საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ცნობილა, ქველაძე პოლიციის განყოფილებიდან კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
ცნობისათვის, მარნეულის პოლიციის განყოფილებაში ლაშა ქველაძე, დღეს დილით ადვოკატთან ერთად მივიდა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა ცოტა ხანში იგი დააკავეს.