aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“როდესაც “რუსთავი”-ის დირექტორი ვიყავი, ივანიშვილმა 10 მილიონი შემომთავაზა” – გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მისი ეშინია. ამის შესახებ გვარამიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა მას 10 მილიონი შესთავაზა.

„მე არ ვწერივარ პროგნოზირებად ადამიანებში. ე.წ „რიკოშეტი“ ვარ მისთვის. ის ძალიან მარტივად უმკლავდება ადამიანებს, რომლებიც გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოქმედებს. გეგმა თუ არსებობს ივანიშვილი მას შიფრავს და გუდავს.

თუ გეგმა ირაციონალური და რიკოშეტულია, ის გაოცებული ადევნებს თვალყურს. ივანიშვილი ვერასდროს მიხვდება რატომ არ ავიღე მისგან შემოთავაზებული 10 მილიონი, სანაცვლოდ ქვეყნიდან წასვლას მთხოვნდნენ, ეს იყო ჯერ კიდევ, მაშინ როცა „რუსთავი 2“ ის გენერალური დირექტორი ვიყავი“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....