ახალი ამბები საზოგადოება

გაფიცულ მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძღოლებსა და კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობას შორის“. – „მეტრონომთან“ საუბარში განაცხადა „ინტერტრანსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ. მანვე გვითხრა, რომ ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული სრულად აღდგება თუ არა თბილისი-რუსთავი მიმართულებით სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მერიის პრესასმსახურს. მერიაში განგვიცხადეს, რომ მერი  ღამიდანვე იყო  ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რადგან გაფიცვა წუხელ ღამეს დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსების მხოლოდ ორი ხაზია გაჩერებული.

„მოსახლეობას რომ არ შექმნოდა პრობლემა მერიამ აწარმოა მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან, ტაქსებთან, რათა განეხორციელებინათ თბილისის მიმართულებით რეისი“ – განაცხადა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა აქუბარდიამ ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ინტერტრანსის“ სამარშუტო ტაქსები, რომლებიც თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობენ დღეს დილას გაიფიცნენ. დაპირისპირების მიზეზად დღიური გეგმის ზრდა სახელდება.

 

იტვირთბა....