“კიდევ კარგი იპოდრომზე სეირნობისთვის დაგვაჯარიმეს, თორემ ხომ იქნებოდა ახლა დღეში 500-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.”
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული პოსტით ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში კორონავირუსის მომატებული შემთხვევებს გამოეხმაურა და “გირჩის” მომხრების მიერ აპრილში იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო მსვლელობა გაიხსენა.
როგორც მან “ფეისბუქ” პოსტში დასძინა, საპროტესტო მსვლელობის რამდენიმე მონაწილე საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.

