სამართალდამცავებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.