ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება” – კალაძე წინასაარცევნო პერიოდზე

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც მერმა განაცხადა, კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა. მისივე თქმით, ყველა დანაშაულის ჩამდენი კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„წინასაარჩენო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....