ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისაგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსისაგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 1960 წელს დაბადებული ქალია. მისი მდგომარეობა ბოლო სამი დღის განმავლობაში იმდენად გართულდა, რომ მისი მოთავსება რეანიმაციულ განყოფილებაში გახდა საჭირო.

კოვიდ-19-ის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, სულ კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 602 და დაღუპულია 13 ადამიანი.

იტვირთბა....