ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში”- ერდოღანი

“თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში”, – აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს გააკეთა.

„მივისწრაფვით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებული ადგილი დაიკავოს გლობალურ წესრიგში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩაგრულებს ყველგან – სირიიდან დაწყებული ლიბიით დამთავრებული და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული,“- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, სომხეთ აზეირბაიჯანს შორის შეიარაღებული  კონფლიკტი 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს.

 

იტვირთბა....