ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზეირბაიჯანული ძალები ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ჭურვებს იყენებს” – სომხეთის თავდაცვის უწყება

სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის არცრუნ ჰოვანისიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანული ძალები “LAR-160”-ის ტიპის სარაკეტო დანადგარიდან კასეტურ ჭურვებს ისვრის.

თავდაცვის სამისნისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით კი აზეირბაიჯანის მხრიდან კასეტური ჭურვების გამოყენება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება.

შეგახსენებთ, სომხეთ აზეირბაიჯანს შორის შეიარაღებული  კონფლიკტი 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....