ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს” – ილჰამ ალიევი

“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთად მუშაობა უნდა განაგრძონ, თუკი ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ”, – ამის შესახებ აზეირბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა “Al Jazeera”-სთან ინტერვიუში  განაცხადა.

როგორც ალიევი განმარტავს, აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს.

„ვფიქრობთ, რომ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც კონტრპროდუქტიულია და ნეიტრალიტეტის პოზიციის ერთგვარი ცვლილების დემონსტრირებას წარმოადგენს,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა გამოცემა “Al Jazeera”-სთან ინტერვიუში.

„ყველა ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია. მაგრამ თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე საკითხის შუამავალი ხართ, ნეიტრალური უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლობა ჩვენთვის მისაღები არ იქნება,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სომხეთ აზეირბაიჯანს შორის შეიარაღებული  კონფლიკტი 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....